საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა მედია სკოლაში

15.12.19 - ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ჩართულობითა და მედია სკოლის ინიციატივით ქუთაისში  მედია სკოლის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

 

15-12-2019