საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა

12.12.19 - ყვარელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების მერიის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებთან ევროანტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა, მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და იმ სიკეთეების შესახებ, რომელსაც ვიღებთ ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად.

 

ყურადღება, ასევე, გამახვილდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ და განსაკუთრებით აღინიშნა მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე მეტი კომუნიკაციის აუცილებლობა.

 

12-12-2019