საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ვახტანგისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

16.12.19 - სოფელი ვახტანგისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილი, გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მოსწავლეებს  ევროკავშირისა და ნატოს ძირითადი პრინციპები გააცნო.  ყურადღება გამახვილდა საქართველო - ევროკავშირის, საქართველო-ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. მოსწავლეები დაინტერესდნენ იმ შესაძლებლობებით, რომლებითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით.

 

შეხვედრის დასასრულს მსმენელებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის - მშობლიურ ენაზე.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

16-12-2019