საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა

13.12.19 - თერჯოლა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით,       თერჯოლის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამსახურების ხელმძღვანელები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ, პროექტი "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში" გააცნო. მოწვეულმა ექსპერტმა ნათია გვენეტაძემ ნატო - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, არსებულ რეალობაზე და ნატოში საქართველოს თავსებადობაზე ისაუბრა.      

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.   პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია   ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

13-12-2019