საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბსუ - ში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

13.12.19 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, ბსუ - ს  იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტთან პარტნიორობით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე, გეოპოლიტიკური სწავლების საერთაშორისო ცენტრის (CGS) დირექტორმა  ნატო ბაჩიაშვილმა, ბსუ-ს საერთაშორისო და ევროპისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებთან, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე პრეზენტაცია წარადგინა. სტუდენტები გაეცნენ ნატოს დაფუძნების, ფუნქციონირების, მიზნებისა და პრინციპების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე, საქართველოში განხორციელებული რეფორმების,  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სიახლეებს.

 

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით  მიმდინარე პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობის ამაღლება“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ ახორციელებს.

 

13-12-2019