საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითებზე სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

13.12.19 - სოფელი ჭრებალო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ნატო საქართველოს ურთიერთობებს, პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, ნატო საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებზე. შეხვედრაზე, მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა და დასასრულს მონაწილეებს თემატური მასალა გადაეცათ. 

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

13-12-2019