საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა

13.12.19 - გარდაბნის მუნიციპალიტეტი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილი და მოწვეული ექსპერტი თეა კუნჭულია   გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. დაისვა შეკითხვები ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროექტებისა და პროგრამების შესახებ. შესაბამისად ექსპერტის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA).

 

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა მოქალაქეებამდე და მომავალ თაობებამდე სწორი ინფორმაციის მიწოდების პროცესში პედაგოგების როლი.

 

შეხვედრის დასასრულს მსმენელებს დაურიგდათ საინფორმაციო თემატური მასალები,  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის - მშობლიურ ენაზე.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია   ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

13-12-2019