საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე რუსთავის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

16.12.19 - რუსთავი

სგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილი რუსთავის მე-6 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლისა და დირექციის მიწვევით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე XI-XII კლასის მოსწავლეებს ესაუბრა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს გააცნო ევროკავშირისა და ნატოს ძირითადი პრონციპები.  ყურადღება, გაამახვილა საქართველო - ევროკავშირის, ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. მოსწავლეები, დაინტერესდნენ იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით.

 

16-12-2019