საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მარტვილის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

06.12.19 - მარტვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  მარტვილის მე-2  საჯარო სკოლაში,  საქართველოს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ, ნატოს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს  ნატოსთან თანამშრომლობაზე,   არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  ყურადღება, ასევე, გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.

 

 შეხვედრის  დასასრულს მონაწილეებს  საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.

 

06-12-2019