საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ კახათის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

13.12.19 - სოფელი კახათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის პირველ საჯარო სკოლაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ, ნატოს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობაზე,  არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება, ასევე, გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.

 

 შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.

 

13-12-2019