საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრი ქობულეთის მუზეუმთან ერთობლივ პროექტებს განახორციელებს

17.12.19 - ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონული წარმომადგენელი აჭარაში, ირმა გაბინაშვილი  ქობულეთის მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა და  სამუზეუმო ბიბლიოთეკას საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული  ბროშურები,  წიგნები, ჟურნალები, გაზეთები და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში  გამოცემული  თემატური ლიტერატურა გადასცა. 

 

მუზეუმის ინფორმაციით,  ხაზგასასმელია ის  ფაქტი, რომ  ქობულეთის მუზეუმი წლებია ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა ფარგლებში, ამ შემეცნებითი სივრცის ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ  სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, მათ შორის, რეგიონის ისტორიას, კულტურას, საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველ მასალებს და სხვა.    მუზეუმის კინოდოკუმენტალისტიკის დარბაზი  კი  ხშირად მასპინძლობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის პოპულარიზების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს და მათში აქტიურად ერთვებიან არა მხოლოდ მუზეუმის, არამედ მუნიციპალიტეტის საჯარო და სამოქალაქო  სივრცის წარმომადგენლები,   ადგილობრივი მოსახლეობა, მოსწავლე-ახალგაზრდობა.

 

მუზეუმის ინიციატივით  საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად აქტიურად  განხორციელდება  ნატოსა და ევროკავშირის  თემატიკის პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის ინტერესებზე იქნება მორგებული. 

 

17-12-2019