საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კვირიკეს საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

16.12.19 -  კვირიკე

საგარეო საქმეთა სამინისტროს  სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონულმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში, კვირიკეს #1   საჯარო სკოლის პედაგოგებსა  და ახალგაზრდებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო  საქართველოსა ევროკავშირსა და ნატოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და  გამოწვევებს, თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელს, ახალი შესაძლებლობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებს. საუბარი შეეხო  საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება  რეგიონებსა და ზოგადად საზოგადოებაში  გარკვეული  სკეპტიციზმის დასანერგად. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, აგრეთვე  ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციაზე. მსმენელები დაინტერესდნენ,  ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში თუ რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის.  

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალები  გადაეცათ.

 

16-12-2019