საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბსუ-ში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

17.12.19 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს  სსიპ „საინფორმაცო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  რეგიონალურმა წარმომადგენელმა    ირმა გაბინაშვილმა  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

   

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ  განხორციელებული რეფორმები  და ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში  გაწევრიანების პერსპექტივები,  აგრეთვე ის მიმართულებები,  რომლებზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა  საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები დაინტერესდნენ  ისეთი საკითხებით, როგორიცაა:  ევროინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები  და  კონკრეტული  მიღწევები ამ გზაზე;   დასახელდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები  და  განიხილეს დეზინფორმაციის ის  კონკრეტული მაგალითები, რომლებიც აჭარის რეგიონში განსაკუთრებული ინტენსივობით ვრცელდება.

17-12-2019