საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნატოს თემაზე კვლევა ჩაატარეს

17.12.19 - ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  იმერეთის ბიუროს წარმომადგენელთან, მარიკა ვაჭარაძესთან თანამშრომლობითა და წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორის ინიციატივით ნატოს თემაზე კვლევა  ჩატარდა. კვლევაში ქუთაისში მცხოვრებმა 247-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

 

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაინორ ჯგუფის მე-2 კურსის სტუდენტებმა ნატოს  თემაზე კვლევის ანგარიში წარმოადგინეს. გამოკითხვა ქალაქის რამდენიმე ადგილზე პირდაპირი კომუნიკაციით ჩატარდა, რომელშიც ყველა ასაკის ადგილობრივი მოსახლე იღებდა მონაწილეობას. კითხვაზე იცით თუ არა რა არის ნატო და რას ემსახურება ის, 86% სწორად პასუხობს, რომ ნატო სამხედრო ორგანიზაციაა. 30-წლამდე ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ქვეყნის განვითარებისათვის და ერთიანობისათვის ნატოს წევრობა აუცილებელია. 50-წლიდან ზევით მოქალაქეების აზრით ალიანსი "ჩვენს გამო" ურთიერთობას რუსეთთან არ გაიფუჭებს და ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენივე ძალით უნდა დავიბრუნოთ. 

17-12-2019