საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბსუ-ში ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა

19.12.19 - ბათუმი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ინტელექტუალური ვიქტორინის „ბსუ-ს ინტელექტუალის“ ფორმატში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამი შეკითხვა დაისვა.

 

მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი, ირმა გაბინაშვილი მიესალმა და აღნიშნა, რომ გამარჯვებულ გუნდს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისაგან თემატური წიგნები და სასაჩუქრე კომპლექტები გადაეცემა. ვიქტორინაში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 28   გუნდი მონაწილეობს, შეჯიბრი  თვეში ორჯერ იმართება. „ბსუ-ს ინტელექტუალი“ უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.

19-12-2019