საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თელავის საჯარო სკოლაში შეხვედრა

17.12.19 - თელავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, ბექა ექსეულიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე, ნატო საქართველოს პარტნიორობასა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა.

 

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესებითა და არსებული რეგულაციებით.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

 

პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სსიპ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

17-12-2019