საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმში უმაღლესი საზღვაო სასწავლებლებისათვის კონფერენცია ჩატარდა

18.12.19 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს  ინიციატივით, ბათუმში  უმაღლესი საზღვაო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის კონფერენცია “ ნატო ევროკავშირი და საქართველო“  ჩატარდა.   

 

კონფერენციის მონაწილეებმა   საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა :   საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმები, პერსპექტივები და გამოწვევები;  რატომ ნატო? ანტი დასავლური პროპაგანდა-მითები და რეალობა;  ნატოს ღია კარის პოლიტიკა;   შავი ზღვა ნატოს დღის წესრიგში;   ნატოში გაწევრიანება- საქართველოს გადარჩენის გზა;    ნატოს გაერთიანებული შეირაღებული ძალები; ნატო და უსაფრთხოება;   ევროკავშირი და საქართველო;  ევროპა, ქართველი ხალხის მარავალსაუკუნოვანი არჩევანი.

 

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებთან ერთად აკადემიური პირების   ჩართულობასა და მსგავსი ტიპის აქტივობების  მნიშვნელობაზე ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ ანრის“ რექტორმა რუსლან დიასამიძემ,  საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა,  ბსუ პროფესორმა ირაკლი მანველიძემ,  ნავიგაციის  უნივერსიტეტის კათედრის გამგემ ნაირა ტაბიძემ ისაუბრეს.  სამომავლოდ, ამ თემატიკის  კონფერენციის უფრო მასშტაბური  ფორმატით ჩატარებასა და  ყველა უმაღლესი სასწავლებლის ჩართულობაზე შეთანხმდნენ.    დასასრულს,  კონფერენციის ორგანიზატორებს და    მონაწილეებს   სპეციალური  სერტიფიკატები გადაეცათ.

 

 ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრის“  მიერ  საინფორმაციო ცენტრთან   თანამშრომლობით   ორგანიზებულ  სასწავლო-საგანმანათლებლო   ფორუმში აქტიურად  ჩაერთვნენ   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო  უნივერსიტეტის, სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა  და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს   წარმომადგენლები. 

18-12-2019