საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საერთაშორისო თანამეგობრობის კლუბის წევრებს შეხვდა

24.12.19 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონული წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საერთაშორისო თანამეგობრობის კლუბის წევრებს შეხვდა და საქართველოს ევროპული გზის არჩევანსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა.  

 

შემეცნებითი აქტივობის „საუბრები ევროპაზე“ ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მომზადებული პრეზენტაციები ევროკავშირის შექმნისა და საქმიანობის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე. მომხსენებელმა მონაწილეებს ევროკავშირის მიზნები და პრინციპები, მისი ინსტიტუტები და მისიები გააცნო. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის განათლების მიმართულებით დაფინანსებულ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს.

 

აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა თამარ მესხიძემ საერთაშორისო თანამეგობრობის კლუბის  საინფორმაციო ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობაზე გააკეთა აქცენტი და სასახლის ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერაზე ისაუბრა. საერთაშორისო თანამეგობრობის კლუბის  ხელმძღვანელმა ციცო ჩიკვაიძემ კი, სამომავლოდ, საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულ ოფისში კლუბის გასვლითი შეხვედრების სურვილი გამოთქვა. ღონისძიების დასასრულს, ირმა გაბინაშვილმა, სასახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, კლუბის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა და მათ საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები და სამახსოვრო პრიზები გადასცა.

24-12-2019