საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებას საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო შეუერთდა

24.12.19 - ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ჩართულობითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საღამოზე იმერეთის ბიუროს წარმომადგენლის მარიკა ვაჭარაძის ორი ფოტონამუშევარი იყო წარმოდგენილი.

 

საქველმოქმედო ღონისძიებაზე ქუთაისის თემატიკაზე შექმნილი მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრები წარმოადგინეს.

 

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მიერ წარდგენილი ორივე ფოტო გაიყიდა და შემოსული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს გადაეცემა.

24-12-2019