საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში პროექტის „მომავლის ელჩები“ მონაწილეები კომპანია „ჰერბია“ - ს წარმოებას გაეცნენ

25.12.19 - ქუთაისი

პროექტის "მომავლის ელჩები" მონაწილეებმა კომპანია "ჰერბია"-ს წარმოების პროცესი დაათვალიერეს. კომპანიას სასათბურე მეურნეობაში მოჰყავს ბოსტნეული. ბოსტნეულის ექსპორტი სამი წლის მანძილზე გერმანიაში ხდებოდა, თუმცა ამჯერად კომპანია ბულგარეთში აწარმოებს ბოსტნეულის მიწოდებს.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში "ჰერბია" სრული საწარმო ხაზია წარმოდგენილი - ბოსტნეულის წარმოება, დახარისხება, შეფუთვა და მიწოდება. კომპანიის ხელმძღვანელმა და დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ მოსწავლეებს „ჰერბიას“ შექმნის ისტორია გააცნო.

 

25-12-2019