საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკურ საკითებზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

18.12.19 - სოფელი ურავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო საქართველოს ურთიერთობებს, პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, ნატო საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური მასალა გადაეცათ. 

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

18-12-2019