საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
„ბსუ-ს ინტელექტუალის“ ფინალური თამაშის დაჯილდოვება

26.12.19 - ბათუმი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  საგარეო საქმეთა სამინისტროს  სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ინტელექტუალური ვიქტორინის „ბსუ-ს ინტელექტუალის“ ფინალურ თამაშს შეუერთდა, რომელშიც სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსგან     გამარჯვებული გუნდის   „უნიჭო შოთელები ანუ ტიანშანი“   წევრებს,   თემატური  წიგნები და   სასაჩუქრე კომპლექტები გადაეცათ.   

 

„ბსუ-ს ინტელექტუალი“ უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება და მას  ბსუ-ს პროფესორი გიორგი მასალკინი უძღვებოდა.

26-12-2019