საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროექტის "მომავლის ელჩების" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

30.12.19 - ქუთაისი

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, პროექტის "მომავლის ელჩების" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პროექტში ჩართული ახალგაზრდების მშობლები და სკოლების დირექტორები ესრებოდნენ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორი მაია ცქიტიშვილი, მერიის ახალაგაზრდული სამსახურის უფროსი თამარ ნიკოლეიშვილი და საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწე ანა შალიაკიანი.

 

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს და ყველა ის აქტივობა განიხილეს, რომელიც მათ ამ ეტაპზე განახორციელეს. ასევე წარადგინეს პრეზენტაციები ნატო-ევროკავშირის და უვიზო მიმოსვლის შესახებ.

 

შეხვედრაზე 2020 წლის სამუშაო გეგმაც წარადგინეს, რომელშიც აქტიური მხარდამჭერების სკოლის დირექციის წარმომადგენლები არაინ. მოწვეულმა სტუმრებმა პროექტს სრული მხარადაჭერა გამოუცხადეს.

 

"პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული გამოცდილება დაეხმარათ საქმიანობის სწორად წარმართვაში. "ასევე, პროექტი იძლევა საშუალებას ახალგაზრდებმა პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარ-ჩვგეევები გაიუმჯობესონ"- აღნიშნა სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

 

პროექტს რეგიონული ინიციატივების ცენტრი ნათელი მომავალი ახორციელებს, რომელიც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის პარტნიორია საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო.

30-12-2019