საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი

პროექტის დასახელება: ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი 

 

პროექტის განხორიციელების ვადები: 2016-2017 წლები

 

სამიზნე ჯგუფი: არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები

 

პროექტის მიზანი: სხვადასხვა წრეებში დიალოგის დაწყება ანტიდასავლური პროპაგანდის პრობლემასთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ

 

პროექტის შინაარსი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რომლის წინაშეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დგას გააქტურებული ანტიდასავლური კამპანია და პროპაგანდაა. გამომდინარე აქედან, აუცილებელია საზოგადოების სხვადასხვა წრეებში დაიწყოს დიალოგი ზემოთხსენებულ პრობლემასთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ.

სახალხო დიპლომატიის ფორუმი სწორედ ამ გამოწვევებისა და საფრთხეების საპასუხოდ ხორციელდება. მას ალიანსი ყოველწლიურად ბრიუსელში მართავს, 2016 წლიდან კი პარალელურად  საქართველოშიც გაიმართება. ორდღიანი კონფერენცია საშუალებას მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლებს აქტუალურ თემებზე იმსჯელონ ნატოს წევრ სახელმწიფოებში მომუშავე კოლეგებთან ერთად. სამუშაო შეხვედრების მეშვეობით საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები განიხილავენ  რეგიონში არსებული გამოწვევების დარეგულირების გზებს და გეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას.  ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი არის პირველი თავისუფალი პლატფორმა საქართველოში - სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე

 

 

პროექტის ორგანიზატორი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

12-10-2016