საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროპა პროფესიული უნარების პირველ კვირეულს ზეიმობს

5-9 დეკემბერს ევროკომისიის ორგანიზებით პირველად ევროკავშირის 28 წევრ და კანდიდატ ქვეყნებში ევროპული პროფესიული უნარების კვირეული აღინიშნება. კვირეული მიზნად ისახავს მოსახლეობის ჩართულობას სხვადასხვა ინიციატივაში პროფესიული უნარების აღმოჩენის, გამოყენებისა და გაუმჯობესების მიზნით.  

 

კვირეულის განმავლობაში კომისია წარმოადგენს ინიციატივებს პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (Vocational education and training –VET) სფეროში, რომელიც დაეხმარება ადამიანებს იმ უნარების შეძენაში, რაც დასჭირდებათ მათ მუდმივად ცვლად შრომით ბაზარზე. ამ მიზნით, ევროპის მასშტაბით, 750-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება, რომლებიც მიმართული იქნება არსებული უნარების, სამსახურების, ინოვაციური წინსვლისა და კონკურენტუნარიანობის დემონსტრირებაზე (ღონისძიებათა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ).

 

ევროპული პროფესიული უნარების კვირეულზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

06-12-2016