საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
გენდერული თანასწორობის საკითხზე კონფერენცია გაიხსნა

"გენდერული თანასწორობის გაძლიერების, ასევე ქალებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს (UNSC) რეზოლუციების განხორციელების“ შესახებ კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული მიღწევების კიდევ უფრო გაუმჯობესებების შესახებ ისაუბრეს.

 

„ამ მიმართულებით პროცესები 2014 წლიდან წარმატებულად მიმდინარეობს. გვყავს კვალიფიციური წარმომადგენლები, დიდ დროს ვუთმობთ გენდერული თანასწორობის საკითხს, ვაფართოებთ ამ არეალს. გვინდა, რომ საერთაშორისო მისიების ფარგლებშიც გვყავდეს წარმომადგენლები, დავგეგმეთ ურთიერთობების გაღრმავებისა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინდა კმაყოფილება გამოვთქვა საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობის გამო“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში სტუმრადმყოფმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში მარიეტ შურმანმა მიიღო.


„შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და, განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობენ გენდერული თანასწორობის საკითხებს, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა მარტო ქალების მხარდასაჭერად, არამედ ხელს უწყობს სწრაფ განვითრებას, ეფექტური ცვლილებების განხორციელებასა და ინსტიტუტების მოდერნიზაციას. ძალიან კარგია მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიების გამართვა, სადაც მონაწილეობენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან განსხვავებული შეხედულებებით და სადაც განიხილავენ საქართველოს გამოცდილებას ამ მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან არა მარტო თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინიტროს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. საქართველო ლიდერია ამ კუთხით რეგიონში. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა მარიეტ შურმანმა


კონფერენცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) გაიმართა.

03-03-2017