საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს განცხადებით ეხმაურება.


„ნატო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობას“ - აღნიშნულია აპატურაის განცხადებაში.

 

English Version

14-03-2017