საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპელი მასწავლებელი

პროექტის სახელწოდება: „ევროპელი მასწავლებელი“

 

პროექტის ორგანიზატორი: სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“

 

პროექტის პარტნიორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

 

პროექტის მხარდამჭერი:   მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) , სლოვაკეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს საელჩო სლოვაკეთში, საქართველოს საელჩო ავსტრიაში.

 

სამიზნე ჯგუფი: სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების  /კოლეჯების მასწავლებლები

 

მიმართულება: ტურიზმის სფერო: კვება, სასტუმროს მომსახურება, მენეჯმენტი; მშენებლობა

 

მიზანი: პროფესიული განათლების განვითარება საქართველოში; სლოვაკეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის,  ცოდნის/გამოცდილების გათვალისწინება პროფესიულ განათლებაში; ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია

 

პროექტის მიმდინარეობა: შერჩეულ 10 კანდიდატს (მასწავლებელს) დაუკავშირდება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი. ცენტრის ოფისში (დადიანის ქ. 2/1) მაისის თვეში გაიმართება ერთკვირიანი სამუშაო/საინფორმაციო  შეხვედრები/ტრენინგები. 21 მაისს - 24 მაისის ჩათვლით შერჩეული, დატრენინგებული მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან სლოვაკეთში (ბრატისლავა), ხოლო 24 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით - ავსტრიაში (ვენა). მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენსამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს ბრატისლავასა და ვენაში, ასევე სლოვაკეთსა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს,ასევე შეხვდნენ სლოვაკ კოლეგებს, პროფესიული სკოლის მოსწავლეებს, ესტუმრონ მასწავლებელთა პროფესიულ განვიათარების ცენტრს, პროფესიული განათლების ინსტიტუტს. ეს ვიზიტი მასწავლებელს მეტ გამოცდილებასა და  ცოდნას შესძენს, ევროპელი კოლეგები ერთმანეთს  თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ, დაისახება სამომავლო თანამშრომლობის/ურთიერთობის გეგმები.

 

პროექტის მონაწილე კანდიდატების შერჩევის პროცედურა:

პირველი ეტაპი - რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: (მასწავლებელი ყველა აღნიშნულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, ნათლად უნდა ჩანდეს პროექტში ჩართვის მიზანი, დასაბუთებული უნდა იყოს სასწავლო ვიზიტში ჩართვის სურვილი).

მეორე ეტაპი - შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, გასაუბრების შედეგად შეირჩევა 10 მასწავლებელი.

 

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: infocenter@eu-nato.gov.ge

26-04-2017