საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
სხვა სიახლეები

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას. კვლევის თანახმად გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ნატოში გაწევრებას გამოკითხულთა 64% უჭერს მხარს.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის ძალაში შევიდა. მხარეთა მიერ შიდა პროცედურების დასრულების შედეგად, ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის.

გამოცემაში განხილულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ძირითადი ეტაპები, მთავარი მიღწევები და არსებული გამოწვევები. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან ერთად ნაშრომში განხილულია ევროკავშირში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების პროცესიც. 

გაეცანით აკაკი ჩალათაშვილის რეალურ ისტორიას. აკაკი იურისტია და გვიყვება იმ შესაძლებლობებსა და შედეგებზე, რაც ევროკავშირის დახმარებით მიიღო.

ვიდეო-რგოლი ევროკავშირის მიერ სწავლის დაფინანსების შესახებ გადაღებულია ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. 

დანიის საგარეო უწყებამ საქართველო და უკრაინა მისი სამეზობლო პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა. 12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წარდგენილ იქნა 2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP).