საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

18.10.19 - საგარეჯო

ნატოს დღეები 2019 ის ფარგლებში, საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ეთნიკურ უმცირესობებსა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

18.10.19 - ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი  საქართველოში მიმდინარე  „ნატოსდღეებს“  შეუერთდა.  აჭარის რეგიონში დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, პიარ-აქცია და შემეცნებითი ღონისძიება გამართა.

17.10.19 - თბილისი

ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა. სემინარში მონაწილეობენ პედაგოგები როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე, თბილისიდან.

17.10.2019-ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, პროპაგანდა და მისი ამოცნობის გზებზე საჯარო მოხელეებისთვის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარი გაიმართა.

17.10.19 - ბათუმი

ნატოს დღეები 2019"-ის ფარგლებში,  17 ოქტომბერს, ბათუმში, ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა "პროგრესში" საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, თემაზე: "საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი-მიღწევები, გამოწვევები, მითები და რეალობა".

16.10.19 - ლაგოდეხი

ნატოს დღეები 2019 ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა როსარია პუგლისმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლებთან, ეთნიკურ უმცირესობებსა და ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

16.10.19 - თელავი

ნატოს დღეები 2019 ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა როსარია პუგლისმა, კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ეთნიკურ უმცირესობებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

16.10.2019-შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, პროპაგანდა და მისი ამოცნობის გზებზე  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 165წინ