საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში. ასოცირების შეთანხმება, DCFTA და უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებებზე ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიან აჭარაში, სალომე აბულაძემ.

31 ივლისს, ქალაქ ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერიის სამსახურების, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, საჯარო, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან, პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

30 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტში სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა შამილაძემ და ექსპერტმა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენელმა დავით ძიძიშვილმა შიდა ქართლის ახალგაზრდებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

29-30 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა მოეწყო. პროექტში უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები (30 მონაწილე) მონაწილეობდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლის მართლზომიერი გამოყენების შესახებ ისაუბრეს.

30 ივლისს, ქუთაისში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა. რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროც შეურთდა. 

26 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან თანამშრომლობით პროექტის "ძალა ევროპაშია" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა შედგა ქ.ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის თემში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.