საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ევროპის დღეები 2016 გრძელდება! პროექტის "Back to School" ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ კლასიკურ გიმნაზიას ეწვია. შეხვედრაზე ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. "ევროპა არის საქართველოს ისტორიის გაგრძელება",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ევროპის დღე“ აღინიშნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მრავალფეროვანი ღონისძიებები უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საგარეო საქმეთა სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

საქართველოში ევროპის დღე რიყის პარკში აღნიშნეს. მთელი დღის განმავლობაში პარკში მოწყობილ ევრო სოფელში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიეღოთ.

ნატოს კვირეულის ფარგლებში, ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტი "ერთი დღე ჯარში" გაიმართა. პროექტში სხვადასხვა ტელევიზიების, რადიოების, გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ნატოს კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები მარნეულშიც გაიმართა. მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტებსა და მოსწავლეებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი შეხვდა.

ჭარაში ნატოს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები და მოხალისეები შეუერთდნენ. სსიპ „საინფორმაცო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივით და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.

ნატოს სამეკავშირეო ოფისში, ნატოს კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J3-ის ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ. ლექციაზე ყურადღება საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

აუდიტორიის გახსნას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირინა შამილაძე და საინფორმაციო ცენტრისწარმომადგენელი ნინო მაღრაძე - ჯანჯღავა დაესწრნენ.