საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ევროპის დღეების ფარგლებში გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ მოეწყო. სტუდენტებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კულტურა და ღირებულებები, ეროვნული სამოსი და კერძებს წარმოადგინეს.

ორდღიანი სემინარი "საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები" გაიხსნა. სემინარში საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60 სტუდენტი მონაწილეობს.

ევროპის დღეები 2016 გრძელდება! პროექტის "Back to School" ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ კლასიკურ გიმნაზიას ეწვია. შეხვედრაზე ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. "ევროპა არის საქართველოს ისტორიის გაგრძელება",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ევროპის დღე“ აღინიშნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მრავალფეროვანი ღონისძიებები უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საგარეო საქმეთა სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

საქართველოში ევროპის დღე რიყის პარკში აღნიშნეს. მთელი დღის განმავლობაში პარკში მოწყობილ ევრო სოფელში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიეღოთ.

ნატოს კვირეულის ფარგლებში, ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტი "ერთი დღე ჯარში" გაიმართა. პროექტში სხვადასხვა ტელევიზიების, რადიოების, გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ნატოს კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები მარნეულშიც გაიმართა. მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტებსა და მოსწავლეებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი შეხვდა.

ჭარაში ნატოს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები და მოხალისეები შეუერთდნენ. სსიპ „საინფორმაცო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივით და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.