საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

აუდიტორიის გახსნას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირინა შამილაძე და საინფორმაციო ცენტრისწარმომადგენელი ნინო მაღრაძე - ჯანჯღავა დაესწრნენ.

სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ შიდა ქართლის ბიუროს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე ტედ ვაითსაიდი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ ეწვივნენ.

ნატოს კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA Georgia) ორგანიზებით და სსიპ ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა“ და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით კონკურსი ,,ნატოს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლა“ ჩატარდა.

ნატოს კვირეული ქვემო ქართლში გრძელდება. საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს და რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის ორგანიზებით სპორტული ღონისძიებები მოეწყო რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში. 

ნატოს კვირეულის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ მედულაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ბიურო გახსნეს.

ნატოს კვირეულის ფარგლებში, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის შეხვედრათა ციკლი გაიმართა. მოსწავლეებმა. ორი დღის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა სამთავრობო უწყებას და საელჩოს ეწვივნენ

ნატოს კვირეულის ფარგლებში, სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" კახეთის ბიუროს ორგანიზებით და თელავის მერიის მხარდაჭერით თელავის საჯარო სკოლების გუნდებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა.

ნატოს კვირეულის ფარგლებში ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეები კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ეწვივნენ. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები.