საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი კახეთის რეგიონს ესტუმრნენ. 

ევროპის დღეების ფარგლებში, ფაბრიკაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურულ-საგანმანათლებლო გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მოეწყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს სტენდები, რომლებიც  ქვეყნების ტრადიციულ კერძებს, სამოსსა და სუვენირებს ასახავდნენ. ღონისძიების მიზანს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მრავალფეროვნებისა და კულტურული ღირებულებების წარმოჩენა წარმოადგენდა.

ევროპის დღეების ფარგლებში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა და ბოლნისის კერძო სკოლა "დავითიანის" მოსწავლეები, ერთობლივი პროექტის "ჩვენი ევროპული საქართველოს" ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხრანას, სოფ. სავანეთის, სოფ. ქვემო ბოლნისის #2, ქ.ბოლნისის # 2 საჯარო სკოლას და კერძო სკოლა "დავითიანს” ეწვივნენ.

ევროპის დღეები შიდა ქართლშიც აღინიშნა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრები შედგა სოფელ ყელქცეულში, გორსა და ხაშურში.

ევროპის დღეებში საჩხერის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. ბორჯომში ტყის მოვლა-აღდგენით სამუშაოებში მოსწავლეებმა 50-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს.

ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი „გა-მოხატე ევროპა“ დასრულდა.

ევროპის დღეების ფარგლებში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღესთან დაკავშირებით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ესსეების კონკურსის „ჩემი ევროპული საქართველოს“ დაჯილდოვება გაიმართა. 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 2017 წლის ევროპის დღეებისა და კამპანია „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, 14 მაისს სამოყვარულო ველოგარბენი გაიმართა.