საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

საქართველოში 2016 წლის ნატოს კვირეული იმართება. შიდა ქართლში ნატოს კვირეული საინფორმაციო საინფორმაციო აქციით გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა და მოხალისეებმა ქალაქ გორის მოსახლეობას ნატოს შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები, სტიკერები და დროშები დაურიგეს. ღონისძიებას ასევე შეურთდნენ ქალაქ გორის მერი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ნატოს კვირეულის ფარგლებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ფილიპ სეიბი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მედულაშვილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. პროფესორმა სეიბმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის მთავარი თემები სახალხო დიპლომატია, ჰიბრიდული ომი და ბოლო დროს გააქტიურებული ანტიდასავლური კამპანია იყო.

სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში გაიმართა დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მედიის ზემოქმედების ინსტრუმენტები განსხვავებულ მოსაზრებებზე, პროპაგანდისტული წყაროები და საშუალებები, როგორ უნდა მოხდეს საინფორმაციო ომის იდენტიფიცირება და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების შემუშავება.

მეორე დღეს ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიმართეს. ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის და ამ საგარეო პრიორიტეტის ურყეობას.

2016 წლის ნატოს კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო. ფორუმი გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ტედ ვაითსაიდმა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. 2013 წლის 7 მარტიდან, საინფორმაციო ცენტრს უხელმძღვანელებს ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი.


უკან1 ... 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 წინ