საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ნატოს კვირეულის ფარგლებში ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეები კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ეწვივნენ. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები. 

პროექტში ბათუმის 21 სკოლის 100-ზე მეტი უფროსკლასელი ჩაერთო. პროექტის მიზანი ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ასევე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესების შესახებ მოსწავლეების ინფორმირება იყო.

6-7 აპრილს, ნატოს კვირეულის ფარგლებში ორდღიანი სემინარი პედაგოგებისთვის „NATO – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ჩატარდა. სემინარში სამცხე- ჯავახეთის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები თბილისელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ.

საქართველოში 2016 წლის ნატოს კვირეული იმართება. შიდა ქართლში ნატოს კვირეული საინფორმაციო საინფორმაციო აქციით გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა და მოხალისეებმა ქალაქ გორის მოსახლეობას ნატოს შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები, სტიკერები და დროშები დაურიგეს. ღონისძიებას ასევე შეურთდნენ ქალაქ გორის მერი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ნატოს კვირეულის ფარგლებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ფილიპ სეიბი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მედულაშვილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. პროფესორმა სეიბმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის მთავარი თემები სახალხო დიპლომატია, ჰიბრიდული ომი და ბოლო დროს გააქტიურებული ანტიდასავლური კამპანია იყო.

სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში გაიმართა დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მედიის ზემოქმედების ინსტრუმენტები განსხვავებულ მოსაზრებებზე, პროპაგანდისტული წყაროები და საშუალებები, როგორ უნდა მოხდეს საინფორმაციო ომის იდენტიფიცირება და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების შემუშავება.

მეორე დღეს ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიმართეს. ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის და ამ საგარეო პრიორიტეტის ურყეობას.

2016 წლის ნატოს კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო. ფორუმი გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ტედ ვაითსაიდმა.