საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო 11 სექტემბრის ტერაქტის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ  ღონისძიებას შეუერთდა.  ღონისძებაზე მისული სტუმრები მშვიდობის კორპუსის მოხალისე ბილ მაკელროის შეხვდნენ და 9/11 ის ტრაგედია გაიხსენეს.

ფოთში სახალხო დღესასწაული "ფაზისობა 2016" აღინიშნა. დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიუროც ჩაერთო.

ჩრდილოატლანტიკური ვიზიტის მეორე დღეს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ნატოს ახალ გამოწვევებზე, მათთან რეაგირების მექანიზმებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალ ოფისში ნატოს ელჩებმა   სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და უმცირესობების  წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარი თემა კონფლიქტების მოგვარების საკითხები გახლდათ.

საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კარლო ნატალემ გახსნეს.

 

 

გურიაში შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიმართა. საფესტივალო ღონისძიებების პირველი დღე ოზურგეთის დრამატულ თეატრში, გურიის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. თეატრის მისაღებში კი გურიაში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების მიერ ნაწარმოები პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

3 სექტემბერს აჭარაში სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ მიიღო მონაწილეობა.

ბათუმში კლასიკური მუსიკის საღამო „ხელოვანები ხელნაწერებისთვის“ გაიმართა. პროექტის -„ახალგაზრდები ახლაგაზრდებისთვის/ Young for Young“ - მხარდაჭერით დაგეგმილიი აქცია-კონცერტი ბათუმისსახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანები: პიანისტი - დავით ალადაშვილი და ჩელისტი -ლიზი რამიშვილი.