საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

„ბალტიისპირეთის ქვეყნებს თავის დროზე არ ჰყავდათ იმდენი მეგობარი და მხარდამჭერი, რამდენიც დღეს ჰყავს საქართველოს. მათ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ყველა სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა მათ ერთიანობითა და ერთად დგომით დაამტკიცეს, რომ იმსახურებდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრობას.“ - განაცხადა მოწვეულმა ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებთან, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

31 ივლისს, წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში. ასოცირების შეთანხმება, DCFTA და უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებებზე ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიან აჭარაში, სალომე აბულაძემ.

31 ივლისს, ქალაქ ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერიის სამსახურების, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, საჯარო, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან, პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

30 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტში სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა შამილაძემ და ექსპერტმა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენელმა დავით ძიძიშვილმა შიდა ქართლის ახალგაზრდებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

29-30 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა მოეწყო. პროექტში უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები (30 მონაწილე) მონაწილეობდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლის მართლზომიერი გამოყენების შესახებ ისაუბრეს.

30 ივლისს, ქუთაისში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა. რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროც შეურთდა.