საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

11.10.19-ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიურო ქედაში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" შეუერთდა.

11.10.19 - ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიურო 11 ოქტომბერს ქედაში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" შეუერთდა. საინფორმაციო  ცენტრის მიერ წარდგენილ სპეციალურ სტენდთან, ვიზიტორებს და ადგილობრივ მოსახლეობას,  საშუალება ჰქონდათ  გაცნობოდნენ  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თემატურ  მასალებს,   „ნატოს დღეები 2019 „-ის ფარგლებში  ცენტრის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს .

10.10.19 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

 

10 ოქტომბერს, საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა.

10.10.19 - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

 

10 ოქტომბერს, საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტში, ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიამრთა.

10.10.19 - შუახევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიუროს  წარმომადგენელმა, სალომე აბულაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

9-11 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ მესამე ნაკადისთვის მოსამზადებელი სემინარი დაიწყო.

07.10.19 - თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმათამარა წულეისკირმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტთან ანელი კიმბერთან.

27.09.19- ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი  ციხისძირი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“   რეგიონალური წარმომადგენელი  აჭარაში, ირმა გაბინაშვილი  27 სექტემბერს,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ციხისძირში, ადგილობრივ  მოსახლეობას და  პედაგოგებს  შეხვდა.