საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ახალქალაქში ნატოს დღე საინფორმაციო აქციით აღინიშნა. მოსახლეობას დაურიგდა ნატოს თემაზე სხვადასხვა ბროშურა, საინფორმაციო ცენტრის წამრომადგენელმა კი მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

ნატოს დღე აღინიშნა ბათუმის კერძო სკოლა ლიცეუმში, სადაც სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" აჭარის რეგიონალურმა წარმომადგენელმა და ცენტრის პროექტის" მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ" მონაწილე ია კიწმარიშვილმა სკოლის ბიბლიოთეკაში ნატოს საინფორმაციო კუთხე გახსნეს.

ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების მოსწავლეები და სტუდენტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრნენ.

ნატოს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობების, ადმინისტრაციული ერთეულების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა და ნატოს საკითხებზე საჯარო ლექცია გაიმართა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრნენ.

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ვანის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

ქალაქ რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ნატოს დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ინიციატივით ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.