საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად ამოქმედება კუს ტბაზე აღინიშნა!

2016 წლის 1 ივლისს სრულად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით, გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაის პირველ ნაწილში შიდა ქართლის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის-გურბერნატორის მოადგილემ, ქალაქ გორის მერმა, გორის მუნციპალიტეტის გამგებელმა და გორის უნივერსიტეტის რექტორმა სიტყვით მიმართეს დამსწრე აუდიტორიას

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების კაპელანებთან საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ნატო და უსაფრთხოება“ გაიმართა.

ქალაქ გორში, კულტურისა და დასვენების პარკში, „ახალ ბაღში“ მდგრადი ენერგეტიკის კვირეული გაიმართა. სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ შიდა ქართლის ბიურო კვირეულს სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა.

პროექტი "ჩემ მიერ დანახული ევროკავშირი" დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს და სტუდენტებს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ორდღიანი სემინარი ჩაუტარდებათ.

ახალგაზრდულმა გაცვლითმა პროექტმა "შეამცირე, გამოიყენე ხელმეორედ, გადაამუშავე" აიღო სტარტი. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გარემოს დაბინძურების შემცირების გზებზე იმსჯელებენ, მიიღებენ ინფორმაციას გადამუშავების შედეგად მიღებულ მასალებზე, ასევე წამოიწყებენ დიალოგს ისეთ ევროპულ ფასეულობებზე, როგორიცაა: დემოკრატია, სოლიდარობა, გენდერული თანასწორობა, და ტოლერანტობა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემას მალიში ევროკავშირის ეგიდით მალის შეიარაღებული ძალების საწვრთნელი მისიის მიმოხილვა და ახალგაზრდებისთვის მისიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.