საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის ლოგოს გამოყენების წესები

ვერცხლის ჰერალდიკურ ფარზე, რომელსაც შემოუყვება ლაჟვარდის (ლურჯი) ფერი არშია, პირველ ნაწილში, ვერცხლის ველზე გამოსახულია ერთი მოცურავე; თანაბარ მკლავიანი  მეწამული (წითელი) ჰერალდიკური ჯვარი და ოთხი მცირე მეწამული (წითელი) ჰერალდიკური ჯვარი. (სტილიზებული საქართველოს სახელმწიფო დროშა)

მეორე ნაწილში, ვერცხლის შემცირებული არშია შემოვლებულ ლაჟვარდის (ლურჯი) ველზე გამოსახულია ვერცხლის ოთხქიმიანი ვარსკვლავი (ნატოს სტილიზებული დროშა), მესამე ნაწილში, ვერცხლის შემცირებული არშია შემოვლებულ ლაჟვარდის (ლურჯი) ველზე წრეზე გამოსახულია თორმეტი ოქროს ხუთქიმიანი ვარსკვლავი (ნატოს სტილიზებული დროშა) ფარს წრიულად გარს არტყავს ლაჟვარდის (ლურჯი) სარტყელი რომელზედაც გამოსახულია ვერცხლის წარწერები ქართლ და ინგლისურ ენებზე: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ; Information center on NATO and EU. წარწერები გამოიყოფა ორი ვერცხლის რგოლით.

 

ლოგოს გამოყენების წესები:

 

  1. დაუშვებელია ლოგოს ნაწილობრივი ფორმით გამოყენება;
  2. დაუშვებელია ლოგოს ფერის ან ფორმის შეცვლა;
  3. დაუშვებელია ემბლემაში გამოსახულებების ჩახატვა ან მასზე რაიმე სახის წარწერის დასმა.
  4. დაუშვებელია ლოგოს ნებისმიერი მიმართულებით ამობრუნება ან სარკისებური ეფექტის გამოყენება.
  5. სიმბოლოს მინიმალური ზომა უნდა იყოს 1 სანტიმეტრი (37.7 პიქსელი).
  6. ორ ფერში მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელია  საინფორმაციო ცენტრის  ლოგოს ამ ფორმით გამოყენება. იხ ფოტო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლოგოს სამუშაო ვერსია იხილეთ ბმულზე

 

 

ვინ ვართ ჩვენ?

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც  2017  წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის N752 ბრძანებულობით შეიქმნა და უკვე 13 წელია საზოგადოებისთვის მარტივ, გასაგებ ენაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროინტეგრაციის მიმდინარე დადებითი პროცესებისა და გახსნილი ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებაზე ზრუნავს. ცენტრი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, მისი დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

დასახული მიზნების განხორციელების პროცესში ჩვენ აქტიურად და ეფექტიანად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებთან.

 

სსიპ "საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დებულება: 

- გადმოწერა / გახსნა

 

ირინა შამილაძე

ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ესპანური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, ხოლო მაგისტრის ხარისხი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ადმინისტრაციისა და პოლიტიკური მეცნიერებების კუთხით.

 

2006 წელს ირინა შამილაძემ მუშაობა დაიწყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანაშემწედ, 2007-2014 წლებში მუშაობდა ნატოსა და ევროკავშის შესახებ საინფორმაციო ცენტრში მთავარ სპეციალისტად. 2014 წლიდან ამავე ცენტრში დაიკავა ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსის პოზიცია.

 

გავლილი აქვს სხვადასხვა სემინარი თუ სასწავლო კურსი საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების, მენეჯმენტის, სახალხო დიპლომატიისა და PR-ის საკითხებზე. გაიარა ნატოს მიერ აკრედიტირებული 1 თვიანი პროგრამისა და პროექტის მენეჯმენტის კურსი რუმინეთში, მონაწილეობდა ევროკავშირის და ნატოს მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტში, ასევე, აქტიურად ჩართული იყო ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP-ის) მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგსა და პროგრამაში. იყო საერთაშორისო პროექტ „ალიანტეს“ ეროვნული კოორდინატორი.

 

ფლობს ქართულ, ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

 

ქეთევან კუპრაძე

ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბრიუსელის საერთაშორისო მენეჯმენტის ინსტიტუტში ბიზნესკომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით.

 

2011 წლიდან  შეუერთდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის მთავარ სპეციალისტად.

 

გავლილი აქვს სხვადასხვა  სემინარი თუ სასწავლო კურსი საზოგადოებასთან ურთიერთობების, მარკეტინგის და მენეჯმენტის მიმართულებით. მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტში, ჩართული იყო PDP-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში ნატოს სახალხო დიპლომატიის და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ და სხვ.

 

ფლობს ქართულ, ინგლისურ, და რუსულ ენებს.

მარიამ დოლიძე

ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების განხრით, ხოლო მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. გახლავთ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, ჰუმბოლტის უნივერსიტეტის საზაფხულო სამაგისტრო კურსის კურსდამთავრებული და სხვ.

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანაშემწედ, გაზეთ „კვირის-პალიტრის“ ინტერნეტ-ვერსიის რედაქტორ - ადმინისტრატორად, „პალიტრა  TV”-სა და რადიო „პალიტრაში“ სოციოლოგიური გამოკითხვების ბლოკის წამყვანად და სხვ.  2014  წლიდან კი დაიკავა საინფორმაციო ცენტრის ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსის თანამდებობა.

 

გავლილი აქვს შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი, მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ტრენინგებში, გახლდათ  ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ახალგაზრდა ლიდერთა დიალოგის მონაწილე, სხვადასხვა დროს იმყოფებოდა  უნგრეთში, თურქეთსა და  საბერძნეთ გამართულ სამოდელირებებსა და სიმპოზიუმებზე.

 

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. 

ირინა ბარნაბიშვილი

ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიისა და ასევე, სამართალმცოდნეობის განხრით, ხოლო მაგისტრის ხარისხი დაიცვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, სახელმწიფო მართვისა და ადგილობრივი თვითმართველობის მიმართულებით. გავლილი აქვს როგორც GIPA-ს კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა, ისე თავისუფალი უნივერსიტეტის  პროფესიული განვითარების პროგრამა, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

 

2008 წლიდან მუშაობა დაიწყო  საინფორმაციო ცენტრში მთავარ სპეციალისტად,  2014  წლიდან კი ამავე ცენტრში რეგიონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში, სემინარებსა და ახალგაზრდულ ფორუმში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ასევე, გავლილი აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ ორგანიზებული სემინარი სასაზღვრო საკითხებზე და სხვა.

 

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

მარიამ გიგაური

ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, ხოლო მაგისტრის ხარისხი - დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით.

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის მერიის განვითარების სააგენტოში, საერთაშორისო ა/ო-ის  „Women’s Democracy Network“ საქართველოს წარმომადგენლობის პროექტების დეპარტამენტში; აქვს გავლილი სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვ. 2015 წლიდან კი მუშაობს  სიანფორმაციო ცენტრში უფროს სპეციალისტად.

 

მონაწილეობდა  სხვადასხვა სემინარში, ტრენინგებსა და სასწავლო კურსებში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კვლევის მეთოდების თემებზე; ჩართული იყო სხვადასხვა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში და სხვ.

 

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ირმა გაბინაშვილი

მაგისტრის ხარისხი მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განხრით. ამჟამად არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, ასევე, ფრანკფურტის  გოეთეს უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის „დიგიტალური ჰუმანიტარია“ წევრი.

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა „ახალგაზრდობის დასაქმების საერთაშორისო ორგანიზაციის“პროექტების მართვის კოორდინატორად აჭარის რეგიონში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსად, ქობულეთის რაიონის გამგეობის აპარატის მასმედიისა და PR განყოფილების უფროსად, ტელეკომპანია „ქობულეთის“ მთავარ რედაქტორად და სხვ. 2016 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროში, 2017 წლიდან არის ბსუ  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი და უძღვება სალექციო კურსებს ჟურმალისტიკის, ეთიკის და კომუნიკაციის საფუძვლებში.

 

გავლილი აქვს სხვადასხვა სასერტიფიკატო და საგანმანათლებლო კურსი ნატოს, ევროკავშირის, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს შესახებ. ჩართული იყო სხვადასხვა პროექტში, როგორიცაა მულტიეთნიკური ფესტივალი, მილენიუმის განვითარების მიზნების (MDG) პროგრამის ფარგლებში ჰოლანდიური ორგანიზაციის ,,LeerTij” პროექტი და სხვ. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის  მედიისა და კულტურის პოლიტიკის კვლევების საკითხებში. 

 

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.


უკან1 2 წინ