საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ვინ ვართ ჩვენ?

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც  2010  წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ექვემდებარება. ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის N752 ბრძანებულობით შეიქმნა და უკვე 12 წელია საზოგადოებისთვის მარტივ, გასაგებ ენაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროინტეგრაციის მიმდინარე დადებითი პროცესებისა და გახსნილი ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებაზე ზრუნავს. ცენტრი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, მისი დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

დასახული მიზნების განხორციელების პროცესში ჩვენ აქტიურად და ეფექტიანად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებთან.

 

სსიპ "საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დებულება: 

- გადმოწერა / გახსნა