საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
სხვა სიახლეები

"გენდერული თანასწორობის გაძლიერების, ასევე ქალებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს (UNSC) რეზოლუციების განხორციელების“ შესახებ კონფერენცია გაიხსნა.

აშშ-ის კონგრესის დელეგაციამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.

აშშ-ის კონგრესი მზად არის, განაგრძოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუციების გაძლიერების, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.

ხმელთაშუა ზღვაში ნატოს ოპერაცია „ზღვის მცველი“ იწყება ნატო ხმელთაშუა ზღვაში ახალ უსაფრთხოების ოპერაციას, სახელწოდებით „ზღვის მცველი“ იწყებს. ოპერაციაში ნატოს 3 სამხედრო გემი და 2 წყალქვეშა ნავი იქნება ჩართული.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა. ლევან იზორიას და გენერალ ჯონ ნიკოლსონის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ნიკოლსონს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ასევე მის გარეთ.

2016 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმიდან 15 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ნატოს შტაბ-ბინაში  ნატოსა და 28 წევრი ქვეყნის დროშები ნახევრად დაეშვა. 2001 წლის 12 სექტემბერს ნატომ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად აამოქმედა ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელიც ერთ წევრზე თავდასხმას ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად განიხილავს.