ჩვენი მიზანია ეფექტიანი და თანმიმდევრული სტრატეგიული კომუნიკაციის გზით ნატო-ს, ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დინამიკის და აქტუალური საკითხების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა და ცნობიერების ამაღლება.
სიახლეები
ბლოგები
1 დეკემბერი, 2023
ნატო-საქართველოს თანამშრომლობას საფუძველი საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ჩაეყარა. მოსკოვის მხრიდან მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრულია და ურყევად მიიწევს აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. საქართველომ ჯერ კიდევ 2002 წელს პრაღაში გამართულ სამიტზე ალიანსში გაწევრიანების სურვილი დააფიქსირა, რის შემდეგაც ინტეგრაციის გამოწვევებით და შესაძლებლობებით სავსე პროცესი დაიწყო.
1 აგვისტო, 2023
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე საუბრისას, ხშირად აღინიშნება, რომ ამ მოვლენამ შეცვალა ბევრი რამ და ევროპა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგები ჩვენ გარემოზე კიდევ მრავალმხრივ ზეგავლენას მოახდენს, და ამ ცვლილებების დიდი ნაწილი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გახდება თვალსაჩინო, ტრანსფორმაციის პროცესი ზოგიერთი მიმართულებით უკვე დაიწყო და შედეგებიც კი დადგა.
1 დეკემბერი, 2022
2022 წ. 23 ივნისი საქართველოს თანამდეროვე ისტორიაში განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის თარიღია. ამ დღეს, ევროპულმა საბჭომ (European Council) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის, მოლდოვასათვის და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების თაობაზე.
1 დეკემბერი, 2022
ბევრ ჩვენგანს, რომელთაც ზრდასრულ ასაკში მოუწია 1990-იანი წლების საქართველოში ცხოვრება, კარგად ემახსოვრება ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უკიდურესი სიღარიბე, სამოქალაქო ომი თბილისში, კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალში, მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება და სხვა გამოწვევები, რის წინაშეც ყოველდღიურად უწევდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გამკლავება.
1 ოქტომბერი, 2022
პაპი გრეგორი XV ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მის მიერ 1622 წელს შექმნილი Congregatio de Propaganda Fide, რაც ქართულად რწმენის გავრცელების კონგრეგაციას ნიშნავს, საფუძველს ჩაუყრიდა 21-ე საუკუნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მეტად გამოყენებად ტერმინს – „პროპაგანდა“.