ჩვენი მიზანია ეფექტიანი და თანმიმდევრული სტრატეგიული კომუნიკაციის გზით ნატო-ს, ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დინამიკის და აქტუალური საკითხების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა და ცნობიერების ამაღლება.
ბლოგები
1 მარტი, 2024
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შედეგად ევროატლანტიკური უსაფრთხოების გარემო ფუნდამენტურად შეიცვალა. დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არეალს დღეს სწორად შავი ზღვის რეგიონი წარმოადგენს. თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ისტორიულად შავი ზღვის რეგიონი ყოველთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი და ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანი იყო. 21-ე საუკუნეში კი ის ძლიერი ქვეყნების ძალაუფლებისთვის ბრძოლის ასპარეზადაც გადაიქცა და მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.
22 იანვარი, 2024
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ყოფილა თარიღები, როდესაც საქართველო, თანმიმდევრულად, ერთი ეტაპიდან გადადიოდა ხარისხობრივად უფრო მაღალ და უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, თუმცა 2023 წლის 14 დეკემბერი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში აქამდე ყველა სხვა თარიღთან შედარებით ბევრად უფრო მაღალი მნიშვნელობის მქონე ისტორიული თარიღი, როდესაც ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
14 დეკემბერი, 2023
ცივი ომის დასრულების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპაში ეტაპობრივად გავრცელდა და გარკვეული პოპულარობაც მოიპოვა მიდგომამ, რომ საფრთხეების კლების ფონზე, სამხედრო ალიანსები აზრს კარგავდა. ამ ტენდენციის გაგრძელება იყო ზოგიერთი ნატო-ს წევრი ქვეყნის მიერ სამხედრო ბიუჯეტების შემცირება, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების შემთხვევაში.
1 დეკემბერი, 2023
ნატო-საქართველოს თანამშრომლობას საფუძველი საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ჩაეყარა. მოსკოვის მხრიდან მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრულია და ურყევად მიიწევს აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. საქართველომ ჯერ კიდევ 2002 წელს პრაღაში გამართულ სამიტზე ალიანსში გაწევრიანების სურვილი დააფიქსირა, რის შემდეგაც ინტეგრაციის გამოწვევებით და შესაძლებლობებით სავსე პროცესი დაიწყო.
1 აგვისტო, 2023
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე საუბრისას, ხშირად აღინიშნება, რომ ამ მოვლენამ შეცვალა ბევრი რამ და ევროპა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგები ჩვენ გარემოზე კიდევ მრავალმხრივ ზეგავლენას მოახდენს, და ამ ცვლილებების დიდი ნაწილი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გახდება თვალსაჩინო, ტრანსფორმაციის პროცესი ზოგიერთი მიმართულებით უკვე დაიწყო და შედეგებიც კი დადგა.
1 დეკემბერი, 2022
2022 წ. 23 ივნისი საქართველოს თანამდეროვე ისტორიაში განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის თარიღია. ამ დღეს, ევროპულმა საბჭომ (European Council) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის, მოლდოვასათვის და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების თაობაზე.