ჩვენი მიზანია ეფექტიანი და თანმიმდევრული სტრატეგიული კომუნიკაციის გზით ნატო-ს, ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დინამიკის და აქტუალური საკითხების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა და ცნობიერების ამაღლება.
საქმიანობა
უკვე 19 წელია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, თბილისის ცენტრალური ოფისის და 10 რეგიონული წარმომადგენლობის საშუალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს. ჩვენს ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ახალგაზრდები, მასწავლებლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მედია და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ასევე, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც განსაკუთრებული ინფორმაციული გამოწვევების წინაშე დგას, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე და მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლები და სხვა.
ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად სამიზნე აუდიტორიის ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა სახის 800-მდე ღონისძიებას ახორციელებს.
გვჯერა, რომ ჩვენი მთავარი მისია – დასავლური ღირებულებების შესახებ ჩვენი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და ამ პროცესებში მისი ჩართულობის ხელშეწყობა, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
დასახული მიზნების განხორციელების პროცესში ჩვენ აქტიურად და ეფექტიანად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებთან.
ისტორია
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. მისი დაარსების მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან (ნატო) ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით, მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო. 2013 წლიდან კი, ამ ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – ევროკავშირი და მის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები. ამ დროიდან მოყოლებული, მას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ეწოდება.
საინფორმაციო ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც 2017 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის N752 ბრძანებულობით შეიქმნა და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, მისი დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2013 წლიდან – 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით
ჩვენი გუნდი
ჩვენი ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს, აერთიანებს თბილისის ცენტრალურ და 10 რეგიონულ წარმომადგენლობას. გვჯერა, რომ დასავლური ღირებულებების შესახებ ჩვენი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და ამ პროცესებში მისი ჩართულობის ხელშეწყობა, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ჩვენი ხმა, თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ.
ცენტრის პუბლიკაციები
ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო
სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს სასაზღვრო პოლიცია
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი
საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში EUMM
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში
ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრი
პოლონეთის საელჩო საქართველოში (ნატო-ს საკონტაქტო საელჩოში)
შვედეთის საელჩო საქართველოში
ევროვნული დემოკრატიური ინსტიტუტი (NDI) -
PITA
“ინტერნიუსი საქართველო“
ERASMUS + საქართველო
ევროკავშირის კვლევისა და სწავლების ცენტრი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
ბრიტანული კუთხე
ვაკანსია და სტაჟირება
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები
საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ თანამედროვე, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ სივრცეებს თქვენი ღონისძიებების გასამართად.