ყველა ბლოგი

  • ნათია გვენეტაძე
    მარტი 1, 2024
    შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ნატო

    2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შედეგად ევროატლანტიკური უსაფრთხოების გარემო ფუნდამენტურად შეიცვალა. დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არეალს დღეს სწორად შავი ზღვის რეგიონი წარმოადგენს. თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ისტორიულად შავი ზღვის რეგიონი ყოველთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი და ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანი იყო. 21-ე საუკუნეში კი ის ძლიერი ქვეყნების ძალაუფლებისთვის ბრძოლის ასპარეზადაც გადაიქცა და მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

  • დავით ბუჯიაშვილი
    იანვარი 22, 2024
    კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა და მისი პრაქტიკული სარგებელი

    საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ყოფილა თარიღები, როდესაც საქართველო, თანმიმდევრულად, ერთი ეტაპიდან გადადიოდა ხარისხობრივად უფრო მაღალ და უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, თუმცა 2023 წლის 14 დეკემბერი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში აქამდე ყველა სხვა თარიღთან შედარებით ბევრად უფრო მაღალი მნიშვნელობის მქონე ისტორიული თარიღი, როდესაც ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

  • თორნიკე ფარულავა
    დეკემბერი 14, 2023
    კოლექტიური თავდაცვა – უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური საშუალება

    ცივი ომის დასრულების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპაში ეტაპობრივად გავრცელდა და გარკვეული პოპულარობაც მოიპოვა მიდგომამ, რომ საფრთხეების კლების ფონზე, სამხედრო ალიანსები აზრს კარგავდა. ამ ტენდენციის გაგრძელება იყო ზოგიერთი ნატო-ს წევრი ქვეყნის მიერ სამხედრო ბიუჯეტების შემცირება, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების შემთხვევაში.

  • ნათია გვენეტაძე
    დეკემბერი 1, 2023
    რა რეფორმები გაატარა თავდაცვის სფეროში საქართველომ ნატოში გაწევრიანების მიზნით?

    ნატო-საქართველოს თანამშრომლობას საფუძველი საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ჩაეყარა. მოსკოვის მხრიდან მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრულია და ურყევად მიიწევს აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. საქართველომ ჯერ კიდევ 2002 წელს პრაღაში გამართულ სამიტზე ალიანსში გაწევრიანების სურვილი დააფიქსირა, რის შემდეგაც ინტეგრაციის გამოწვევებით და შესაძლებლობებით სავსე პროცესი დაიწყო.

  • თორნიკე ფარულავა
    აგვისტო 1, 2023
    ფინეთი ნატოში

    2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე საუბრისას, ხშირად აღინიშნება, რომ ამ მოვლენამ შეცვალა ბევრი რამ და ევროპა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგები ჩვენ გარემოზე კიდევ მრავალმხრივ ზეგავლენას მოახდენს, და ამ ცვლილებების დიდი ნაწილი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გახდება თვალსაჩინო, ტრანსფორმაციის პროცესი ზოგიერთი მიმართულებით უკვე დაიწყო და შედეგებიც კი დადგა.

  • ზურაბ ხამაშურიძე
    დეკემბერი 1, 2022
    რას ნიშნავს 2022 წ. 23 ივნისი საქართველოს ევროპული მომავლისთვის?

    2022 წ. 23 ივნისი საქართველოს თანამდეროვე ისტორიაში განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის თარიღია. ამ დღეს, ევროპულმა საბჭომ (European Council) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის, მოლდოვასათვის და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების თაობაზე.

  • დავით ბუჯიაშვილი
    დეკემბერი 1, 2022
    რით დაეხმარა ევროკავშირი საქართველოს და რატომ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ევროკავშირში?

    ბევრ ჩვენგანს, რომელთაც ზრდასრულ ასაკში მოუწია 1990-იანი წლების საქართველოში ცხოვრება, კარგად ემახსოვრება ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უკიდურესი სიღარიბე, სამოქალაქო ომი თბილისში, კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალში, მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება და სხვა გამოწვევები, რის წინაშეც ყოველდღიურად უწევდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გამკლავება.

  • დავით ძიძიშვილი
    ოქტომბერი 1, 2022
    როგორ იწრთობოდა პროპაგანდა

    პაპი გრეგორი XV ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მის მიერ 1622 წელს შექმნილი Congregatio de Propaganda Fide, რაც ქართულად რწმენის გავრცელების კონგრეგაციას ნიშნავს, საფუძველს ჩაუყრიდა 21-ე საუკუნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მეტად გამოყენებად ტერმინს - „პროპაგანდა“.