ევროკავშირის გაფართოება

ევროპაში თანასწორობის, ეკონომიკური გაძლიერებისა და მყიფე უსაფრთხოების გამყარების მიზნით დაფუძნებულ ორგანიზაციაში თავდაპირველად ექვსი ევროპული სახელმწიფო გაერთიანდა. მათი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პოზიტიურმა შედეგებმა, დროთა განმავლობაში, სხვა ევროპულ ქვეყნებსაც სურვილი გაუჩინა თავადაც შეერთებოდნენ თანამეგობრობას. შედეგად, ევროკავშირში, მისი ისტორიის მანძილზე შვიდი გაფართოების ტალღის შედეგად, დღეს, 27 ევროპული სახელმწიფოა გაერთიანებული.

პირველი გაფართოება – დიდი ბრიტანეთი, დანია, ირლანდია
1960-74 წლებში დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი იყო. თითქმის ორჯერ გაიზარდა მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა. ამ წარმატებამ, თავის მხრივ, დააინტერესა დიდი ბრიტანეთიც, რომელმაც მოისურვა, შეერთებოდა ეკონომიკურ გაერთიანებებს. პირველი განაცხადი გაერთიანებებში შესვლაზე პრემიერ-მინისტრმა, მაკმილანმა შეიტანა 1961 წელს, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, შარლ დე გოლმა ვეტო დაადო ბრიტანეთის მიღებას ევროპულ გაერთიანებებში. დიდი ბრიტანეთის მეორე მცდელობის შემდგომ მას ირლანდია და დანიაც შეუერთდნენ და უკვე 1973 წელს აღნიშნული სამი ქვეყანა ევროგაერთიანების წევრები გახდა. ამავე წელს ევროგაერთიანებას უნდა შეერთებოდა ნორვეგიაც – თუმცა აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის გამართვის შედეგების შესაბამისად მან უარი განაცხადა გაერთიანების წევრობაზე. აღსანიშნავია, რომ ნორვეგია დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა გახლავთ შენგენის ზონის წევრი.

მეორე და მესამე გაფართოებები – საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია
1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ევროპის ეკონომიკური გაერთიანების მორიგი გაფართოება. საბერძნეთმა, რომელთანაც 1969-1974 წლებში ურთიერთობა გაყინული იყო, მოახერხა ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენა და ევროგაერთიანების წევრობაზე პირველი ოფიციალური განაცხადიც შეიტანა. ევროკომისიამ, თავდაპირველად, უარი განაცხადა საბერძნეთის მიღებაზე, რადგან ქვეყანა ეკონომიკური განვითარების კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა, მინისტრთა საბჭო და ევროპული საბჭო მომხრენი იყვნენ, მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო საბერძნეთი ევროგაერთიანებაში მიეღოთ, რათა არ მომხდარიყო აღორძინებული დემოკრატიის დაკარგვა და იქ კომუნიზმის გავრცელება (რისი რეალური საფრთხეც არსებობდა). ამასთან, საბერძნეთის გაერთიანებაში შესვლა დაემთხვა ესპანეთისა და პორტუგალიის მისწრაფებებსაც, მოეხდინათ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროპულ გაერთიანებასთან. ისევე როგორც საბერძნეთი, ესპანეთიც და პორტუგალიაც სამხედრო დიქტატურისგან ახლად გათავისუფლებულ ქვეყნებს წარმოადგენდნენ. საბერძნეთი ევროგაერთიანებას 1981 წელს, პორტუგალია და ესპანეთი კი 1986 წელს შეურთდნენ.

მეოთხე გაფართოება – შვედეთი, ავსტრია, ფინეთი
1995 წელს ევროკავშირში მორიგი გაფართოება მოხდა. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის არეალის სამი ქვეყანა – შვედეთი, ავსტრია და ფინეთი ევროკავშირის მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე წევრები გახდნენ. ეს გაფართოება ყველაზე უმტკივნეულო იყო ევროკავშირისთვის, რადგან მის რიგებს ის მაღალგანვითარებული ქვეყნები შეუერთდნენ, რომლებსაც შესწევდათ ძალა, უფრო მეტი თანხა გაეღოთ საერთო ევროპული ბიუჯეტისთვის, ვიდრე მიეღოთ. თავის მხრივ, ევროგაერთიანების ახალმა წევრებმა განიმტკიცეს უსაფ რთხოების გარანტიები და ასევე, უზრუნველყვეს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი. რაც შეეხება ნორვეგიას, რომელიც თავიდან განიხილებოდა წევრობის კანდიდატად, მეორედ თქვა უარი კავშირში გაწევრიანებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ნორვეგია, კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის მიუხედავად, მაინც რჩება ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ევროპის კონტინენტზე.

მეხუთე გაფართოება
ევროკავშირის მეხუთე გაფართოების მიზანი იყო საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლებული აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების განვითარება და დასავლეთევროპული ქვეყნების ცხოვრების დონესთან გათანაბრება ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებით. ამ მიზნით, 2004 წელს ევროკავშირს შეუერთდა 10 ქვეყანა: ლიეტუვა, ლატვია ესტონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა და კვიპროსი. ევროკავშირის წევრთა რაოდენობა გაიზარდა 25-მდე.

მეექვსე გაფართოება
2008 წელს ევროკავშირში კიდევ ორი შავიზღვისპირა ქვეყანა, რუმინეთი და ბულგარეთი გაწევრიანდა. 2013 წელს, დღეისათვის ბოლო გაფართოების შედეგად კი ხორვატია. ამ პროცესების შედეგად ევროკავშირი დღეს 28 სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან შედგება, რომელთა საერთო მიზანს კეთილდღეობისა და ეკონომიკური წინსვლის სურვილი წარმოადგენს და მასში 508 მილი ონი მოქალაქე ცხოვრობს.

მეშვიდე გაფართოება
2013 წელს, ჯერ-ჯერობით ბოლო გაფართოების შედეგად ხორვატია გახდა ევროკავშირის წევრი.

jQuery(document).ready(function($) {
$(‘a.ic-printPage’).click(function(){
window.print();
return false;
});
});